ადრე გათავება - რა ვუშველო? ნაადრევი ეაკულაცია - მკურნალობა

ნაადრევი (გათავება) ეაკულაცია, წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც მამაკაცი განიცდის ეაკულაციას სქესობრივი აქტის დროს, უფრო ადრე ვიდრე მას, ან მის პარტნიორს სურს.  3- დან 1 კაცი განიცდის ნაადრევ ეაკულაციას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ანუ მამაკაცთა 30 % 

ნაადრევი ეაკულაციაა თუ: 

1. გათავება ხდება სქესობრივი აქტის დაწყებიდან  1 წუთის განმავლობაში
2.  კაცს არ შეუძლია გათავების შეფერხება, არც ერთი (ან თითქმის არც ერთი) სქესობრივი აქტის დროს ) 
3. გრძნობს ძლიერ დისტრესს, ან იმედგაცრუებას სქესობრივი აქტის შედეგად. 
ნაადრევი გათავების მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც ფიზიოლოგიური ასევე ფსიქოლოგიური. 
ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. 
  • თანდაყოლილი -  მამაკაცს არ ახსოვს პერიოდი როცა მალე ნაადრევ ეაკულაციას არ განიცდიდა. 
  • შეძენილი (მეორადი) მამაკაცი განიცდის გარკვეული დროიდან მოყოლებული.  მანამდე მისი სექსობრივი აქტი იყო სრულფასოვანი.

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები: 

პენისის თავის ჰიპერმგრძნობელობა


წარმოადგენს მნიშვნელოვან მიზეზს ნაადრევი გათავების მიზეზებში.  როდესაც პენისის თავი ჰიპერმგრძნობიარეა ეაკულაცია დგება უფრო მალე. 
სწორედ ამიტომ გამოიყენება მის მკურნალობაში  დესენსიტიზერები. 


სეროტონინი

შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი. მათ შორის
სეროტონინის დონე -  სეროტონინი ნეიროჰორმონია, თუ მისი ოდენობა მეტია, ეაკულაცია გვიან ვითარდება, თუ სეროტონინის დეფიციტია, მაშინ  ნაადრევი ეაკულაცია ვითარდება. 

სტრესი

სტრესი, არარეალისტური მოლოდინები, დაძაბული გარემო, თავდაჯერების ნაკლებობა, 
ნაკლები გახსნილობა ურთიერთობაში. ემოციური პრობლემები წყვილს შორის ასევე იწვევს ნაადრევ ეაკულაციას. 

ასაკი

ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა  ასაკოვან მამაკაცებში და ახალგაზრდებში უფრო მეტად ხშირია ვიდრე შუა ხნის ასაკში. 


პრობლემები პარტნიორთან


წყვილს შორის სიახლოვის და გახსნილობის პრობლემები,  სიბრაზე, სირცხვილი, გაღიზიანებულობა, სტრესი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას. 


მკურნალობა

თვითმკურნალობა:
თვითმკურნალობის ფორმებია:
  • როცა მამაკაცი გრძნობს რომ ეაკულაცია უნდა დადგეს იწყებს ფოკუსირებას სხვა საკითხებზე. თუმცა ეს ნაკლებ ეფექტურია. 
  • ნელი მოძრაობა, პენისის გამოღება, როცა გრძნობს რომ ახლოვდება ეაკულაცია ნაწილობრივ ეფექტურია. 
  • ერთზე მეტი კონდომის გამოყენება. რაღაც დონეზე ეფექტური შეიძლება იყოს მაგრამ ამცირებს სიამოვნებას. 

პრეპარატები

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება: პაროქსეტინი, დაპოქსეტინი ან ქლორპირამინი. თუმცა მხედველობაში მისაღებია მათი გვერდითი ეფექტები. 
გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს: ერექციული დისფუნქცია, ანორგაზმია, ლიბიდოს დაქვეითება. 

ადგილობრივი დესენსიტიზერები. მაგ. ლიდოკაინის სპრეი - მას არ აქვს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგია. 



Comments

Popular posts from this blog

მამაკაცის პოტენციის გაუმჯობესებისთვის - ალფა მეილი

ნაადრევი ეაკულაციის საწინააღმდეგო სპრეი, სტუდ 100 საქართველოშია!