Posts

Showing posts from May, 2020

რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ გადაეჩვიოთ ვახშმის შემდეგ ჭამას

Image
გვიანი მსუბუქი ვახშამი ცუდი არ არის, მაგრამ ვახშმის შემდგომ ხშირი წახემსება ვნებს ჩვენს ფიგურას, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ დროულად შეჩერდეთ: შეცვალეთ თქვენი ჩვევები ყველა გზა რომში კი არა საჭმელთან მიდის, ბავშვებმა გაგაბრაზეს? საჭმელს მიმართავთ, ქმარს წაეჩხუბეთ? შოკოლადი დაგეხმარებათ. თქვენი ტვინი აკავშირებს გაღიზიანებას ჭამის სურვილთან, დროთა განმავლობაში კონკრეტული სიტუაცია უკვე ავტომატურად იწვევს ჭამის სურვილს. ეს ხდება ჩვენი აზრების გავლენით, თუ მიუხედავად ძლიერი სურვილისა ფილმის ყურებისას არ მიმართავთ სამზარეულოს რაიმე გემრიელის მოსატანად, ასე ასუსტებთ ძველ ჩვევას და საფუძველს უყრით ახალს. ამ დროს უნდა გაუძლოთ დაძაბულობის და განგაშის გრძნობას, თანდათან სერიალის დროს უმიზეზოდ ჭამას გადაეჩვევით. არ გამოტოვოთ სადილი ეს საუკეთესო გზაა ღამე ჭამის წინააღმდეგ, თუ იქცევით პირიქით და თითქმის მთელი დღე არ ჭამთ, საღამოს გექნებათ გამძაფრებული მადა რომელსაც წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევთ. გადაიყვანეთ პროცესი გაუცნობიერებელიდან გაცნობიერებულში ვახშმის წინ კითხეთ

რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ გადაეჩვიოთ ვახშმის შემდეგ ჭამას

გვიანი მსუბუქი ვახშამი ცუდი არ არის, მაგრამ ვახშმის შემდგომ ხშირი წახემსება ვნებს ჩვენს ფიგურას, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ დროულად შეჩერდეთ: შეცვალეთ თქვენი ჩვევები ყველა გზა რომში კი არა საჭმელთან მიდის, ბავშვებმა გაგაბრაზეს? საჭმელს მიმართავთ, ქმარს წაეჩხუბეთ? შოკოლადი დაგეხმარებათ. თქვენი ტვინი აკავშირებს გაღიზიანებას ჭამის სურვილთან, დროთა განმავლობაში კონკრეტული სიტუაცია უკვე ავტომატურად იწვევს ჭამის სურვილს. ეს ხდება ჩვენი აზრების გავლენით, თუ მიუხედავად ძლიერი სურვილისა ფილმის ყურებისას არ მიმართავთ სამზარეულოს რაიმე გემრიელის მოსატანად, ასე ასუსტებთ ძველ ჩვევას და საფუძველს უყრით ახალს. ამ დროს უნდა გაუძლოთ დაძაბულობის და განგაშის გრძნობას, თანდათან სერიალის დროს უმიზეზოდ ჭამას გადაეჩვევით. არ გამოტოვოთ სადილი ეს საუკეთესო გზაა ღამე ჭამის წინააღმდეგ, თუ იქცევით პირიქით და თითქმის მთელი დღე არ ჭამთ, საღამოს გექნებათ გამძაფრებული მადა რომელსაც წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევთ. გადაიყვანეთ პროცესი გაუცნობიერებელიდან გაცნობიერებულში ვახშმის წინ კითხეთ თ

რა გიშლით ხელს წონაში კლებაში

Image
ვარჯიშობთ, იკებებით სწორად, მაგრამ ჭარბი წონა არსად არ მიდის? შეიძლება თქვენ უშვებთ ამ ხუთი შეცდომიდან რომელიმეს. ზამთარში ზაფხული შორეულად გვეჩვენება, მოდის გაზაფხული და თან მოაქვს მღელვარება, სპორტ-დარბაზის აბონიმენტი, ქათმის ფილეს და ბოსტნეულის მარაგი მაცივარში... მაგრამ უკვე მაისია, თქვენ კი ჯერ ისევ იგივე წონაზე ხართ? მოდით გავარკვიოთ რაშია საქმე. დასვენების დღეებს გამოძინებას უთმობთ თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ საზღვაო სეზონისთვის სასურველ წონაზე ყოფნა გსურთ შეცდომას უშვებთ. სადილამდე ძილი არღვევს ჩვეულ დღის რეჟიმს, საღამოს დაძინება რთულდება, უარესდება ძილის ხარისხი. რაც უფრო ნაკლებ მყარი იქნება თქვენი ძილი მით უფრო გაგიჭირდებათ დაკლება. თუნდაც ოცდაათ წუთიანი ძილის დანაკლისი იწვევს დიდი ოდენობით გრილინის გამომუშავებას,  - ჰორმონის, რომელიც იწვევს შიმშილის გრძნობას. ამის გამო ნოყიერი საუზმის მერეც შეიძლება ვერ იგრძნოთ ნაყროვანება. რომ დაირეგულიროთ მადა და დაიკლოთ წონაში, დაიცავით რეჟიმი, დაიძინეთ დროულად ყოველ დღე. დღეს ყავით იწყებთ დილას სხეული ძალიან განიცდის სი

რატომ ვერ იკლებთ წონაში ვარჯიშით

Image
წონაში კლებისთვის ადამიანები მიმართავენ  ვარჯიშს. თუმცა  60 კვლევის მეტაანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს არათუ მცდარია, არამედ  წონაში კლება ს შეიძლება ხელიც კი შეუშალოს ვარჯიშმა.   ეს მესიჯი არ უნდა გაიგოთ ისე, რომ ვარჯიში ცუდია. პირიქით ჯანმრთელობისთვის ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ ის არ წარმოადგენს წონაში კლების საშუალებას.  სანამ ავხსნიდეთ რატომ, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი ადამიანის შესახებ ადამიანის დღიური კალორიების ხარჯიდან  მხოლოდ  10-30 % მოდის ფიზიკურ აქტივობაზე. ანუ როცა ვვარჯიშობთ იმ  10-30 % ში ვმოძრაობთ.  ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს მოქმედებების კასკადი, რომელიც გავლენას მოახდენს იმაზე რამდენს მიირთმევთ დღის განმავლობაში. არ მოელოდეთ, რომ მხოლოდ ვარჯიშით დაიკლებთ წონაში, ერთადერთ რამე რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში არის რამდენ საკვებს მიიღებთ. ვარჯიში მხოლოდ უმცირეს გავლენას ახდენს სხეულის მასაზე. ევოლუციური გასაღები  -  წარსულში ადამიანები ფიზიკურად აქტიურები იყვნენ როგორც არასდროს.  კაცები დადიოდნენ ტყეში სანადიროდ,  უწევდათ ხეებზე ასვლა ვ

როგორ იწყებენ დილას სუპერ წარმატებული ადამიანები

Image
მარკ ცუკერბერგი, ანნა ვინტური, ტიმ კუკი... ისინი დგებიან ძალიან ადრე და მათ აქვთ კიდევ ერთი საერთო ჩვევა. ბარაკ ობამა ყოველ დილით ვარჯიშობს, 45 წუთის მანძილზე კვირაში 6დღე. ეს პირველია, რასაც ის გაღვიძებისთანავე აკეთებს. ერთ დღეს ის აკეთებს ძალისმიერ ვარჯიშებს, მეორე დღეს აკეთებს კარდიოს. მარკ ცუკერბერგი ვარჯიშობს კვირაში სამი დღე, ის დილაობით დარბის თავის ძაღლთან ერთად, ეს პირველია რასაც ის აკეთებს საუზმემდე. ანნა ვინტური ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორი დგება დილის 5:45 -ზე იმისთვის, რომ ყოველდღიურად 1საათის მანძილზე ითამაშოს ტენისი. ტიმ კუკი ეფლის აღმასრულებელი დირექტორი დგება 4:30-ზე და მიდის სპორტ დარბაზში კვირაში რამდენჯერმე. ამ ცნობილ ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ ჩვენთან, მათ არ აქვთ დრო სამსახურის მერე სავარჯიშოდ, თუმცა სხვაობა იმაშია, რომ ისინი პოულობენ გამოსავალს იმის საკეთებლად რაც სურთ. უპირატესობას ანიჭებენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მოსწონთ, უთენია დილას, იმ დროს რომელიც მათ აქვთ საკუთარი თავისთვის. ბუნებრივია ეს მოითხოვს ნებისყოფას, მაგრამ აქედან იწყება ნებისმ

რა გიშლით გამდიდრებაში ხელს?

Image
წინასწარ განსაზღვრული თითქმის არაფერია და იმის თქმაც ძნელია ვინ გახდება მდიდარი და ვინ ვერა, მაგრამ არსებობს წითელი ალმები რისი მიხედვითაც თქვენი ქცევიდან გამომდინარე შეგიძლიათ იმსჯელოთ სწორ გზას ადგახართ თუ რაღაცეები შესაცვლელია. მაშ ასე გთავაზობთ  საკითხებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თქვენ შორდებით სიმდიდრის გზას. როდესაც მხოლოდ დაზოგვაზე ხართ ფოკუსირებული. რათქმაუნდა სიმდიდრე დაზოგვის გარეშე არ იქმნება მაგრამ თუ მხოლოდ დაზოგვას უთმობთ დროს და თქვენი ძალისხმევა არ არის მიმართული  შოვნისკენ გაგიჭირდებათ გამდიდრება.  უნდა შეწყვიტოთ ნერვიულობას იმაზე, რომ ფული იხარჯება და დაიწყოთ კონცენტრირება, როგორ იშოვნოთ მეტი. ცხოვრებაში არასდროს გაგიკეთებიათ ინვესტიცია - წარმატებული ბიზნესმენები საკუთარი შემოსავლების 20 % ზე მეტს ინვესტიციებში ხარჯავენ. თუ თქვენ ისიც კი არ გინდათ რომ თქვენს ბიზნესში მცირე ოდენი ინვესტიცია მაინც ჩადოთ, ამ გზით უბრალოდ ვერ გამდიდრდებით. თუ თქვენთვის მისაღები ფორმაა თვის ბოლოს ხელფასი -  წარმატებული ადამიანების უმეტესობა  არ არიან სხვისი დასაქმებულები, ისი

როგორ ხდება კუნთების ზრდა?

Image
თუ ადამიანი ჩანს დაკუნთული და ძლიერი ეს სულაც არ არის ღვთისგან ბოძებული საჩუქარი. შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში კუნთები და ძალა მოდის დაუღალავი, რეგულარული ვარჯიშისგან.  მეცნიერები შეხედულებით მარტივი ფორმულა რითაც ბოდიბილდერები და ძლიერი ადამიანები სარგებლობენ ასე გამოიყურება: უნდა ივარჯიშოთ კვირაში  4-5 ჯერ. თითო ვარჯიში ერთიდან ორ საათამდე უნდა გაგრძელდეს. კუნთებისთვის მნიშვნელოვანია წონებით ვარჯიში. ანუ თუ დღეს  3 კგ-იანი გირებით ან შტანგით ვარჯიშობთ დროთა განმავლობაში უნდა გაზარდოთ  4,5,6,7,8,9,10 და ა.შ.  მხოლოდ წონების გაზრდა ზრდის კუნთებს. როცა ეწევით წონას რომელიც თქვენი შესაძლებლობის ზღვარზეა ზიანდება კუნთის ბოჭკოები, შემდეგ მიდის რეგენერაციული პროცესები  და კუნთები იზრდება. და რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა იყოს დროში. ანუ  არ იფიქროთ< რომ  ნახევარი წელი ივარჯიშებთ  და მერე მთელი ცხოვრება ძლიერი და დაკუნთული იქნებით. ვარჯიშს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ თუ ივარჯიშებთ რეგულარულად, მთელი ცხოვრება.

7 საკითხი რასაც ძლიერი ქალი ურთიერთობაში ვერ აიტანს

Image
მამაკაცების დიდ ნაწილს უნდა რომ გვერდში ძლიერი და საიმედო ქალი ჰყავდეს,  მაგრამ თუ ასეთ ადამიანს შეხვდებით აუცილებლად გახსოვდეთ რომ არის საკითხები რომელზეც ის კომპორმისზე არ წამოვა და არ გაპატიებთ ურთიერთობაში. ამიტომ გაეცანით შემდეგ საკითხებს და თუ მიხვდებით რომ ეს ის არ არის ვისთანაც გინდათ მთელი ცხოვრების გატარება, მაშინ  ტყუილად დროს ნუ დაკარგავთ ნურც თქვენ და ნურც ის და პირიქით. როცა ძლიერ ქალთან იწყებთ ურთიერთობას ორ რამეზე გააკეთეთ აქცენტი თავიდან. 1) მისთვის ნამდვილად სასურველი ხართ თუ არა და 2) მზად ხართ თუ არა, რომ მისცეთ საკმარისი თავისუფლება რათა გაშალოს ფრთები თავისუფლად და ეს თქვენთვის დისკომფორტი არ იყოს. ახლა კი  7 საკითხი რის მიმართაც ძლიერი ქალი ტოლერანტული არ იქნება. ვერ აიტანს უპატივცემულობას  - მას აბსოლიტურად თანასწორად უნდა მიუდგეთ. მისი აზრები არ უნდა შეაფასოთ როგორც „გოგოს“ აზრები.  მოკლედ ზუსტად ისე უნდა მოექცეთ როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ. ურთიერთობაში დომინაცია  - თქვენ არ გამოგივათ დომინანტობა, ვინაიდან ისინი არიან დომინანტები და თუ ერთი მხ

ადრე გათავება - რა ვუშველო? ნაადრევი ეაკულაცია - მკურნალობა

Image
ნაადრევი (გათავება) ეაკულაცია, წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც მამაკაცი განიცდის ეაკულაციას სქესობრივი აქტის დროს, უფრო ადრე ვიდრე მას, ან მის პარტნიორს სურს.  3- დან 1 კაცი განიცდის ნაადრევ ეაკულაციას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ანუ მამაკაცთა 30 %  ნაადრევი ეაკულაციაა თუ:  1. გათავება ხდება სქესობრივი აქტის დაწყებიდან  1 წუთის განმავლობაში 2.  კაცს არ შეუძლია გათავების შეფერხება, არც ერთი (ან თითქმის არც ერთი) სქესობრივი აქტის დროს )  3. გრძნობს ძლიერ დისტრესს, ან იმედგაცრუებას სქესობრივი აქტის შედეგად.  ნაადრევი გათავების მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც ფიზიოლოგიური ასევე ფსიქოლოგიური.  ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.  თანდაყოლილი -  მამაკაცს არ ახსოვს პერიოდი როცა მალე ნაადრევ ეაკულაციას არ განიცდიდა.  შეძენილი (მეორადი) მამაკაცი განიცდის გარკვეული დროიდან მოყოლებული.  მანამდე მისი სექსობრივი აქტი იყო სრულფასოვანი. ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები:  პენისის თავის ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს მნიშვ