7 საკითხი რასაც ძლიერი ქალი ურთიერთობაში ვერ აიტანს
მამაკაცების დიდ ნაწილს უნდა რომ გვერდში ძლიერი და საიმედო ქალი ჰყავდეს, მაგრამ თუ ასეთ ადამიანს შეხვდებით აუცილებლად გახსოვდეთ რომ არის საკითხები რომელზეც ის კომპორმისზე არ წამოვა და არ გაპატიებთ ურთიერთობაში. ამიტომ გაეცანით შემდეგ საკითხებს და თუ მიხვდებით რომ ეს ის არ არის ვისთანაც გინდათ მთელი ცხოვრების გატარება, მაშინ ტყუილად დროს ნუ დაკარგავთ ნურც თქვენ და ნურც ის და პირიქით. როცა ძლიერ ქალთან იწყებთ ურთიერთობას ორ რამეზე გააკეთეთ აქცენტი თავიდან. 1) მისთვის ნამდვილად სასურველი ხართ თუ არა და 2) მზად ხართ თუ არა, რომ მისცეთ საკმარისი თავისუფლება რათა გაშალოს ფრთები თავისუფლად და ეს თქვენთვის დისკომფორტი არ იყოს. ახლა კი 7 საკითხი რის მიმართაც ძლიერი ქალი ტოლერანტული არ იქნება.
- ვერ აიტანს უპატივცემულობას - მას აბსოლიტურად
თანასწორად უნდა მიუდგეთ. მისი აზრები არ უნდა შეაფასოთ როგორც „გოგოს“ აზრები. მოკლედ ზუსტად ისე უნდა მოექცეთ როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ.
ურთიერთობაში დომინაცია - თქვენ არ გამოგივათ დომინანტობა, ვინაიდან ისინი არიან დომინანტები და თუ ერთი მხარე აიღებს თავის თავზე ინიციატივებს სავარაუდოდ ურთიერთობა ცუდად დამთავრდება. ამიტომ თუ თქვენი პარტნიორი ძლიერი ქალია, მზად უნდა იყოთ რომ მრავალ საკითხში დომინაციის საშუალება მისცეთ მას.
ვერ აიტანს უთანასწორობას - არ მოექცეთ როგორც ქვემოთ მდგომს. მიუხედავად იმისა რა სახის სხვაობაა თქვენს შორის (სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ.) ძლიერი ქალი უბრალოდ ვერ აიტანს უთანასწორო ურთიერთობას.
არ გადალახოთ მისი პირადი საზღვრები - თუ ძლიერი ქალი ერთხელ გეტყვით არა-ს, ან არ გავაკეთებთ არ ღირს მისი დარწმუნების მტკიცება, ვინაიდან ამაზე უკვე შეიძლება აგრესიული რეაქცია ჰქონდეს. როგორც წესი ისინი მკაცრად იცავენ თავის პირად საზღვრებს და ნუ ეცდებით ამ საზღვრების გადაწევას ან მიწოლას.
არ გამოხატოთ უარყოფითი დამოკიდებულება მისი შემოთავაზებების მიმართ. ეს არავის უყვარს, მაგრამ ძლიერი ქალი უბრალოდ ვერ აიტანს უარი უთხრათ ან უგულვებელყოთ მისი „დიდებული და ბრწყინვალე“ შემოთავაზებები და აზრები.
მას მხარში უნდა დაუდგეთ თავისი ოცნებების განხორციელებაში - აქ ორი არჩევანი გაქვთ ან მხარს უჭერთ მას, ან ის გტოვებთ თქვენ.
არასდროს დაუშალოთ ემოციების გამოხატვა - ძლიერი ქალისგან არ უნდა მოელოდეთ სიჩუმეს, ის იხმაურებს, იტირებს, ემოციურად ილაპარაკებს და არასდროს მოერიდება თავისი ემოციების გამოხატვას ძლიერი ქალები, ისე როგორც არც ერთი სხვა . განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან არ ერიდებიან ამის გაკეთებას, ამიტომ მისი ნეგატივის მოსასმენად თუ არ ხართ მზად და მისგან მოთმინებას და სიჩუმეს მოელით სავარაუდოდ იმედები გაგიცრუვდებათ.
და ბოლოს ეს საკითხები არ ნიშნავს, რომ ძლიერი ქალი ცუდია, პირიქით ძლიერ ქალთან ყოფნა ჯობია სუსტ და პასიურ ადამიანთან ყოფნას, რომელიც შეიძლება პიროვნებად ვერც აღიქვა, ამიტომ ძლიერი ქალი დიდი ჯილდოა, პატარა გვერდით ეფექტებით.
Comments
Post a Comment