რატომ ვერ იკლებთ წონაში ვარჯიშით

წონაში კლებისთვის ადამიანები მიმართავენ  ვარჯიშს. თუმცა  60 კვლევის მეტაანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს არათუ მცდარია, არამედ წონაში კლებას შეიძლება ხელიც კი შეუშალოს ვარჯიშმა.   ეს მესიჯი არ უნდა გაიგოთ ისე, რომ ვარჯიში ცუდია. პირიქით ჯანმრთელობისთვის ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ ის არ წარმოადგენს წონაში კლების საშუალებას. 
სანამ ავხსნიდეთ რატომ, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი ადამიანის შესახებ
  • ადამიანის დღიური კალორიების ხარჯიდან  მხოლოდ  10-30 % მოდის ფიზიკურ აქტივობაზე. ანუ როცა ვვარჯიშობთ იმ  10-30 % ში ვმოძრაობთ. 
  • ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს მოქმედებების კასკადი, რომელიც გავლენას მოახდენს იმაზე რამდენს მიირთმევთ დღის განმავლობაში.
  • არ მოელოდეთ, რომ მხოლოდ ვარჯიშით დაიკლებთ წონაში, ერთადერთ რამე რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში არის რამდენ საკვებს მიიღებთ. ვარჯიში მხოლოდ უმცირეს გავლენას ახდენს სხეულის მასაზე.
ევოლუციური გასაღები -  წარსულში ადამიანები ფიზიკურად აქტიურები იყვნენ როგორც არასდროს.  კაცები დადიოდნენ ტყეში სანადიროდ,  უწევდათ ხეებზე ასვლა ველური თაფლის მოსაპოვებლად და ა.შ.  ქალები უვლიდნენ ბოსტანს, კრეფდნენ ველურ ხილს  და აგროვებდნენ კენკრას, ამუშავებდნენ მიწას.  ამ ფიზიკურ აქტივობას არის შეჩვეული ჩვენი გენეტიკა.  ბოლო 50 წელი კი კაცობრიობა გახდა ისეთი უმოძრაო, როგორიც არასდროს ყოფილა.   და დღეში 40 წუთიანი ვარჯიში, რომლის დროსაც ოფლად იღვრებით ჩათვალეთ , რომ ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ყოველ დღე.
მაგრამ აქვე ერთი საოცრება, რომელიც თავდაყირა აყენებს იმ ლოგიკას, რომ თუ ჩვენც მოვუმატებთ ფიზიკურ აქტივობას, რატომ ვერ ვიქნებით გამხდრები, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ. საქმე იმაშია, რომ ძალიან მაღალი ფიზიკური აქტივობის დროსაც კი ჩვენი წინაპრები არ წვავდენენ მეტ კალორიას, ვიდრე დღევანდელი განვითარებული ადამიანი. ანუ ისინი მოძრაობდნენ, მაგრამ კალორიების ხარჯი არ იმატებდა .
საქმე იმაშია, რომ ძველი ადამიანები როცა არ ნადირობდნენ, ისვენებდნენ გაცილებით მეტს,  ანუ კალორიების რეზერვაციას ახდენდნენ. დღევანდელ ადამიანს კი ძინავს ცოტა და მუშაობს ბევრს, ასევე ადრეული ადამიანი სხვა საკითხებში არ ხარჯავდა  დიდ ენერგიას, როგორიცაა გონებრივი აქტივობა.  მოკლედ  ფიზიკური აქტივობა კარგია მაგრამ ის მნიშვნელოვნ გავლენას არ იძლევა წონაზე. ვინაიდან მაშინ რა ენერგიასაც ხარჯავდნენ ჩვენი გამხდარი წინაპრები ფიზიკურ აქტივობაზე, იგივეს ვხარჯავთ ჩვენ დღეს, მაგრამ მაინც ჭარბ წონიანები ვართ. 

მაშინ რაშია საქმე?  ჭეშმარიტება  არის კვებაში. თუ შეჭამ, მხოლოდ იმას რაც გჭირდება და არა იმდენს რამდენიც გინდა, მაშინ დაზღვეული იქნები ჭარბი წონისგან, ამის გაგება და შესრულება კი უძნელდება ადამიანს. ისინი ეძებენ სხვადასხვა გზებს, ვარჯიშებს და ა.შ.  წონაში დასაკლებად და თან  ტორტის ნაჭერზე ოცნებობენ.
ვარჯიში ბრწყინვალეა ჯანმრთელობისთვის.  კოჰრეინული კვლევებით (მეტაანალიზები) დადგინდა, რომ  ვარჯიში არ იწვევს წონაში კლებას, მაგრამ იწვევს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.  ის ადამიანები ვინც ვარჯიშობენ  ცოცხლობენ მეტ ხანს, არ უვითარდებათ ან იშვიათად უვითარდებათ დიაბეტი,  გულს-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.
კვლევებით დადგინდა, რომ ვარჯიშს პრაქტიკულად არ აქვს წონაზე გავლენა, ან აქვს, მაგრამ ძალიან მცირე. იმდენად მცირე, რომ როცა ვარჯიშს იწყებთ წინასწარ მათემატიკურად შედეგს ვერ განსაზღვრავთ რასაც  ვარჯიში მოგიტანთ.   მაგალითად თქვენ თუ  80 კილო ხართ და იწყებთ ვარჯიშს ვერ იტყვით რომ ვარჯიშით  75 კგ გახდებით.
კვლევებით დგინდება, რომ კალორიების შეზღუდვა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ვარჯიში.
სუფთა თეორიულად თუ შევხედავთ.   100 კილოიანი ადამიანი თუ დღეში 60 წუთ ირბენს, კვირაში 4-5 ჯერ (და კვებას თუ არ შეცვლის). ის ერთ თვეში  5 კილომდე იკლებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ თუ მოდის და მეტს ისვენებს, ან სულაც ერთი ნაჭრით მეტ პურს ჭამს დამშეული, ვიდრე ჭამდე ის წონაში ვერ დაიკლებს. ანუ წონაში კლება არის კომპლექსური მოვლენა, რომელსაც მარტივად და ერთ კომპონენტიანად ვერ შევხედავთ.
ყველაფერთან ერთად არსებობს მეტაბოლური კომპენსაციის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ადამიანი რაც მეტს ვარჯიშობს, მით მეტად უნელდება ბაზალური მეტაბოლური ხარჯი  ენერგიის კონსერვაციის მიზნით. 
და ბოლოს უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ყველაფერი არ ეხება ადამიანებს ვინც   დღეში 4-5 საათი ვარჯიშობენ, სპეციალურ ცილოვან კვებაზე არიან და „გამოშრობას“ ახორციელებენ.  ანუ ათლეტები და სპორტსმენების ფიზიკური დატვირთვა არ შეესაბამება უბრალო ვარჯიშს და მათი კვების რეჟიმიც არ შეესაბამება ჩვეულებრივი ადამიანის კვებას, ამიტომ მათზე მსჯელობა  ამ სტატიის მიხედვით სწორი არ იქნება.

Comments

Popular posts from this blog

ადრე გათავება - რა ვუშველო? ნაადრევი ეაკულაცია - მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაციის საწინააღმდეგო სპრეი, სტუდ 100 საქართველოშია!

მამაკაცის პოტენციის გაუმჯობესებისთვის - ალფა მეილი