რა გიშლით ხელს წონაში კლებაში

ვარჯიშობთ, იკებებით სწორად, მაგრამ ჭარბი წონა არსად არ მიდის? შეიძლება თქვენ უშვებთ ამ ხუთი შეცდომიდან რომელიმეს.


ზამთარში ზაფხული შორეულად გვეჩვენება, მოდის გაზაფხული და თან მოაქვს მღელვარება, სპორტ-დარბაზის აბონიმენტი, ქათმის ფილეს და ბოსტნეულის მარაგი მაცივარში... მაგრამ უკვე მაისია, თქვენ კი ჯერ ისევ იგივე წონაზე ხართ? მოდით გავარკვიოთ რაშია საქმე.

დასვენების დღეებს გამოძინებას უთმობთთითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ საზღვაო სეზონისთვის სასურველ წონაზე ყოფნა გსურთ შეცდომას უშვებთ. სადილამდე ძილი არღვევს ჩვეულ დღის რეჟიმს, საღამოს დაძინება რთულდება, უარესდება ძილის ხარისხი. რაც უფრო ნაკლებ მყარი იქნება თქვენი ძილი მით უფრო გაგიჭირდებათ დაკლება. თუნდაც ოცდაათ წუთიანი ძილის დანაკლისი იწვევს დიდი ოდენობით გრილინის გამომუშავებას,  - ჰორმონის, რომელიც იწვევს შიმშილის გრძნობას. ამის გამო ნოყიერი საუზმის მერეც შეიძლება ვერ იგრძნოთ ნაყროვანება. რომ დაირეგულიროთ მადა და დაიკლოთ წონაში, დაიცავით რეჟიმი, დაიძინეთ დროულად ყოველ დღე.

დღეს ყავით იწყებთ
დილას სხეული ძალიან განიცდის სითხის ნაკლებობას, ეს იწვევს მოთენთილობას და მადის მატებას, ტვინს ხშირად წყურვილის სიგნალი შიმშილის სიგნალში ერევა. ყავა შეიძლება რაღაც დროით შეგმატებთ ენერგიას, მაგრამ გააძლიერებს სითხის ნაკლებობას და შიმშილის გრძნობას. საუზმემდე დალიეთ წყალი, ყავა კი თუ გენდომებათ ჭამის შემდეგ მიირთვით.

ტოვებთ სადილს
ჩვენ ყველანი ძალიან დაკავებულები ვართ, სამუშაოზე კი სადილის დროც არ გვაქვს ზოგჯერ. მაგრამ სადილის გამოტოვება წონაში მატებას იწვევს. თუ ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის ენერგიას, ნელდება მეტაბოლიზმი, რათა გადაინახოს ენერგია „შავი დღისთვის“ . ამიტომ ჭამეთ ხშირად და ცოტა.

დიეტაზე ხართ
დიეტა და აკრძალვები იწვევს ჭამის გამძაფრებულ სურვილს რაც იწვევს დარღვევებს. ჯობია მიირთვათ ყველაფერი და ზომიერად, ასე მიაღწევთ თქვენს ბუნებრივ წონას და შეხვდებით საზღვაო სეზონს ფორმაში.

Comments

Popular posts from this blog

ადრე გათავება - რა ვუშველო? ნაადრევი ეაკულაცია - მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაციის საწინააღმდეგო სპრეი, სტუდ 100 საქართველოშია!

მამაკაცის პოტენციის გაუმჯობესებისთვის - ალფა მეილი