რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ გადაეჩვიოთ ვახშმის შემდეგ ჭამას

გვიანი მსუბუქი ვახშამი ცუდი არ არის, მაგრამ ვახშმის შემდგომ ხშირი წახემსება ვნებს ჩვენს ფიგურას, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ დროულად შეჩერდეთ:


შეცვალეთ თქვენი ჩვევები
ყველა გზა რომში კი არა საჭმელთან მიდის, ბავშვებმა გაგაბრაზეს? საჭმელს მიმართავთ, ქმარს წაეჩხუბეთ? შოკოლადი დაგეხმარებათ. თქვენი ტვინი აკავშირებს გაღიზიანებას ჭამის სურვილთან, დროთა განმავლობაში კონკრეტული სიტუაცია უკვე ავტომატურად იწვევს ჭამის სურვილს.

ეს ხდება ჩვენი აზრების გავლენით, თუ მიუხედავად ძლიერი სურვილისა ფილმის ყურებისას არ მიმართავთ სამზარეულოს რაიმე გემრიელის მოსატანად, ასე ასუსტებთ ძველ ჩვევას და საფუძველს უყრით ახალს. ამ დროს უნდა გაუძლოთ დაძაბულობის და განგაშის გრძნობას, თანდათან სერიალის დროს უმიზეზოდ ჭამას გადაეჩვევით.

არ გამოტოვოთ სადილი
ეს საუკეთესო გზაა ღამე ჭამის წინააღმდეგ, თუ იქცევით პირიქით და თითქმის მთელი დღე არ ჭამთ, საღამოს გექნებათ გამძაფრებული მადა რომელსაც წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევთ.

გადაიყვანეთ პროცესი გაუცნობიერებელიდან გაცნობიერებულში
ვახშმის წინ კითხეთ თავს რას და რა რაოდენობით შეჭამთ მაგ: „შევჭამ ერთ თეფშ სპაგეტს და კიდევ დავიმატებ ნახევარ თეფშს“, დააკვირდით ჭამის დროს როგორი შეგრძნება გაქვთ როდის დანაყრდით გეყოთ ეგ რაოდენობა დასანაყრებლად თუ არ გეყოთ? განასხვავეთ ფიზიოლოგიური ნაყროვანება ემოციურისგან. ჭამის დროს არ უყუროთ ტელევიზორს იყავით კონცენტრირებული ჭამაზე.

თუ მოგშივდებათ კიდევ მიირთვით, მაგრამ ისევ დაუკვირდით შეგრძნებებს ნუ შეჭამთ ემოციური შიმშილის, განგაშის გრძნობის ან მოწყენილობის გამო.

დაგეგმეთ დღეში ერთი სიხარულიყოველ დილას მოიფიქრეთ ერთი რამ რასაც გააკეთებთ საკუთარი თავისთვის და რაც მოგანიჭებთ სიამოვნებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს საჭმელი, გახსოვდეთ სხვაც ბევრი სიხარული და სიამოვნება არსებობს ამ ქვეყნად

Comments

Popular posts from this blog

ადრე გათავება - რა ვუშველო? ნაადრევი ეაკულაცია - მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაციის საწინააღმდეგო სპრეი, სტუდ 100 საქართველოშია!

მამაკაცის პოტენციის გაუმჯობესებისთვის - ალფა მეილი