რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ გადაეჩვიოთ ვახშმის შემდეგ ჭამას
გვიანი მსუბუქი ვახშამი ცუდი არ არის, მაგრამ ვახშმის შემდგომ ხშირი წახემსება ვნებს ჩვენს ფიგურას, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ დროულად შეჩერდეთ: შეცვალეთ თქვენი ჩვევები ყველა გზა რომში კი არა საჭმელთან მიდის, ბავშვებმა გაგაბრაზეს? საჭმელს მიმართავთ, ქმარს წაეჩხუბეთ? შოკოლადი დაგეხმარებათ. თქვენი ტვინი აკავშირებს გაღიზიანებას ჭამის სურვილთან, დროთა განმავლობაში კონკრეტული სიტუაცია უკვე ავტომატურად იწვევს ჭამის სურვილს. ეს ხდება ჩვენი აზრების გავლენით, თუ მიუხედავად ძლიერი სურვილისა ფილმის ყურებისას არ მიმართავთ სამზარეულოს რაიმე გემრიელის მოსატანად, ასე ასუსტებთ ძველ ჩვევას და საფუძველს უყრით ახალს. ამ დროს უნდა გაუძლოთ დაძაბულობის და განგაშის გრძნობას, თანდათან სერიალის დროს უმიზეზოდ ჭამას გადაეჩვევით. არ გამოტოვოთ სადილი ეს საუკეთესო გზაა ღამე ჭამის წინააღმდეგ, თუ იქცევით პირიქით და თითქმის მთელი დღე არ ჭამთ, საღამოს გექნებათ გამძაფრებული მადა რომელსაც წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევთ. გადაიყვანეთ პროცესი გაუცნობიერებელიდან გაცნობიერებულში ვახშმის წინ კითხეთ ...